Thursday, July 26, 2012

EMBRAER 190-ის საჩვენებელი ფრენა საქართველოში

    26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა EMBRAER 190-ის 1 საათიანი ფრენა. ექსპონატად წარმოდგენილი იყო ,, აერო სვიტის“ EMBRAER 190.
  საჩვენებელი ფრენის მიზანი იყო EMBRAER-ის ფირმას გაეცნო და შეეთავაზებინა ქართული ავიაკომპანიებისთვის თავისი ნაწარმი.
 პ.ს.  ჩემი აზრით საკმაოდ კარგი საშუალო მაგისტრალური თვითმფრინავია. აქვს კომფორტული სავარძლები და ეკონონ კლასისთვის საკმაო ფართი, ძრავების ხმა ბოინგ 737-თან შედარებით ნაკლებად ისმის. რაც შეეხება პილოტების კაბინას ესეც ასევე საკმაოდ კომფოტულია და კარგადაა სისტემები განლაგებულია. როგორც გამოცდილი მფრინავები აღნიშნავენ ასეთი ტიპის საჭევარი (შტურვალი) საკმაოდ მოხერხებულია


ტექნიკური მონაცემები:
ფრთის გაქანი, მ  _  29.20
თვითმფრინავის სიგრძე, მ _ 34.93
თვითმფრინავის სიმაღლე, მ _ 9.73
მასა კგ:
ცარელა თვითმფრინავი _ 24500
მაქსიმალური ასაფრენი მასა _ 47300
საწვავი _ 13000
ძარების ტიპი _ 2 ტრძ (ორკონტურიანი ტურბო რეაქტიული ძრავა) General Electric CF34-10E
კრეისერული სიჩქარე _ 870კმ/სთ
პრაქტიკული ჭერი _ 12000 მ



ცოტაოდენი ფოტო მასალა ფრენიდან:
მარშრუტზე ფრენისას  მეორე თვითმფრინავი მიფრინავდა რამოდენიმე ეშელონით ზემოთ

ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთში
წინ რაჭისა და სვანეთის კავკასიონი

ოკუპირებული ცხინვალი და მთლიანად სამაჩაბლო  7კმ-სიმაღლიდან

No comments:

Post a Comment