Friday, November 16, 2012

პირველი გიროკოპტერი საქართველოში

მიმდინარე წელს ილიაუნის მიერ შეძენილ იქნა გიროკოპტერი, რომელიც დაშლილი ჩამოვიდა და ქართველმა ტექნიკოსებმა ააწყეს.


გიროკოპტერი ეს არის საფრენი აპარატი რომელიც აღჭურვილია ვერტმფრენის მსგავსად ძირითადი მზიდი ხრახნით და აქვს უკან განლაგებული მბიძგავი ხრახნი  (ვერტმფრენისგან განსხვავებით). მას ადგილიდან აფრენა არ შეუძლია, მაგრამ მას ასაფრენად ბევრად ნაკლები გაქანი აქვს ვიდრე თვითმფრინავებს.

ის შეიძლება აქტიურად გამოყენებულ იქნას საქართველოს მსგავს მთაგორიან ქვეყნებში, რადგან როგორც აღვნიშნე ასაფრენ-დასაფრენად სჭირდება პატარა მანძილი და ვერტფრენებთან შედარებით  საწვავის ხარჯი აქვს  ბევრად ნაკლები.


M-24 ORION ასე ქვია საქართველოში პირველ აწყობილ გიროკოპტერს



  • ადგილების რაოდენობა _ ორ ადგილიანი
  • მწარმოებელი ქვეყანა - იატალია
  • პირველი გაფრენა - 2008 წ.
  • სიგრძე - 4.33 მ
  • სიმაღლე - 2.8 მ
  • ცარიელის წონა - 288 კგ
  • მაქსიმალური ასაფრენი წონა - 500კგ
  • საწვავის რაოდენობა 82 ლ
  • ძალური დანადგარი -  Rotax  (117 ცხ.ძ-იანი) ძრავა
  • ძირითადი ხრახნის დიამეტრი - 8,55 მ
            
  • მაქსიმალური სიჩქარე 190კმ/სთ
  • კრეისერული 150კმ/სთ
  • მაღლა სვლის სიჩქარე - 5 მ/წმ
  • პრაქტიკული ჭერი 4000 მ



 1- მზიდი ხრახნი,  2- მბიძგავი ხრახნი
(უშუალოდ ეს ფოტო არაა აქ აწყობილი გიროკოპტერის) 
გიროკოპტერის რეგისტრაციაზე ჯერ-ჯერობით პრობლემებია რადგან  მსგავსი ტიპის საფრენ აპარატზე კანონში არაფერი ნახსენები. იმედია მალე მოგვარდება   და ვიხილავთ მას საქართველოს ცაში!





მომავალში იგეგმება საქართველოში დაპროექტება და წარმოება სხვადასხვა ტიპის გიროკოპტერების. რაშიც წარმატებას ვუსურვებ ჯგუფს.

p.s.

ქართულ ინტერნეტ მედიაში გამოითქვა მოსაზრებაა რომ ეს არის უნივერსიტეტის სახსრების უაზრო ხარჯვაა, რასაც არ ვეთანხმები! ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ავიაციის განვითარებას!