Sunday, October 14, 2012

მრავალფუნქციურ გამანადგურებენ Gripen E/F-ის დებიუტი შვეიცარიაში

     მიმდინარე კვირაში შვედური მრავალფუნქციური გამანადგურებელი Gripen E/F ტესტირებას გადის შვეიცარიაში ავიაბაზა ეკზალპზე. შვეიცარიის მთავრობა გეგმავს F-5 Tiger-ები ჩაანაცვლოს აღნიშნული თვითმფრინავით და ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიიღეს.



11 ოქტომბერს ეკზალპის ავიაბაზაზე Gripen E/F სადემონსტრაციო ფრენებს ასრულებდა 7 000 მაყურებლის თანდასწრებით.



F-22, F-16 და B-52 ერთ ანგარში (ფოტოები)


Saturday, October 6, 2012

თურქული Τ-129Α-ს გამოცდების ძირითადი ნაწილი დასრულებულია

Τ-129Α
  
    თურქეთის საჰაერო წარმოების (TAI) განცხადების თანახმად დამრტყმელი ვერტმფრენი T-129A-ს გამოცდების პროგრამის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ გამოცდებში მონაწილეობას ღებულობდა ხუთი პროტოტიპი.
იმავე წყაროს თანახმად დაიწყო შეკვეთილი TUC-1 პარტიის 30 ერთეული T-129A-ს წარმოებს. ამ ვერტმფრენების თურქეთის არმიისათვის გადაცემა დაგეგმილია 2013 წლის ბოლოსათვის.
     შეგახსენებთ რომ TUC-1 (Turkish Configuration) პარტიაში ინტეგრირებულია თურქული მხარის მიერ შექმნილი საბორტე ელექტრონიკა, კოშკურა Aselsan AselFLIR-300 და ჩაფხუტზე განლაგებული სამიზნე Thales. მომდევნო 20 ვერტმფრენიან პარტიაში - TUC-2-ში ეს სამიზნე შეიცვლება თურქული Aselsan AVCI-თ.
მეორე, არა ნაკლებ საინტერესო თემა არის შეიარაღების შექმნის საკითხი. პარტია TUC-1-ს გეგმის მიხედვით თავდაპირველად უნდა ჰქონოდა უცხოური სარაკეტო შეიარაღება - ამ მხირვ განიხილებოდა ორი ვარიანტი - ებრაული Spike და ამერიკული Hellfire.
მაგრამ ჯერ პროგრამის მსვლელობაში არსებული შეყოვნებების გამო და შემდეგ თურქულ-ებრაული ურთიერთობების გაფუჭების გამო (როგორც ირკვევა Spike თურქული მხარისა ფავორიტი იყო) თურქული მახრე უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს საკუთარი ანალოგიური რაკეტის შექმნის დასრულებაზე და ამიტომ TUC-1 პარტიაში სავარაუდოდ უკვე თურქული შეიარაღება იქნება ინტეგრირებული. კერძოდ საუბარია მართვად რაკეტა Roketsan Cirit-ის შესახებ, რომელიც უკვე მზადაა და ჭურვ Roketsan UMTAS-ზე, რომელიც სულ მალე იქნება მზად. ეს ბოლო სავარაუდოდ T-129A-ზე ინტეგრირებული იქნება TUC-1 პარტიაში, მხოლოდ მცირედი დაგვიანებით.



Roketsan UMTAS  (ზედა მხარეს) Roketsan Cirit-(ქვედა მხარეს)