Thursday, July 26, 2012

EMBRAER 190-ის საჩვენებელი ფრენა საქართველოში

    26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა EMBRAER 190-ის 1 საათიანი ფრენა. ექსპონატად წარმოდგენილი იყო ,, აერო სვიტის“ EMBRAER 190.
  საჩვენებელი ფრენის მიზანი იყო EMBRAER-ის ფირმას გაეცნო და შეეთავაზებინა ქართული ავიაკომპანიებისთვის თავისი ნაწარმი.
 პ.ს.  ჩემი აზრით საკმაოდ კარგი საშუალო მაგისტრალური თვითმფრინავია. აქვს კომფორტული სავარძლები და ეკონონ კლასისთვის საკმაო ფართი, ძრავების ხმა ბოინგ 737-თან შედარებით ნაკლებად ისმის. რაც შეეხება პილოტების კაბინას ესეც ასევე საკმაოდ კომფოტულია და კარგადაა სისტემები განლაგებულია. როგორც გამოცდილი მფრინავები აღნიშნავენ ასეთი ტიპის საჭევარი (შტურვალი) საკმაოდ მოხერხებულია


ტექნიკური მონაცემები:
ფრთის გაქანი, მ  _  29.20
თვითმფრინავის სიგრძე, მ _ 34.93
თვითმფრინავის სიმაღლე, მ _ 9.73
მასა კგ:
ცარელა თვითმფრინავი _ 24500
მაქსიმალური ასაფრენი მასა _ 47300
საწვავი _ 13000
ძარების ტიპი _ 2 ტრძ (ორკონტურიანი ტურბო რეაქტიული ძრავა) General Electric CF34-10E
კრეისერული სიჩქარე _ 870კმ/სთ
პრაქტიკული ჭერი _ 12000 მ



ცოტაოდენი ფოტო მასალა ფრენიდან:
მარშრუტზე ფრენისას  მეორე თვითმფრინავი მიფრინავდა რამოდენიმე ეშელონით ზემოთ

ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთში
წინ რაჭისა და სვანეთის კავკასიონი

ოკუპირებული ცხინვალი და მთლიანად სამაჩაბლო  7კმ-სიმაღლიდან

Wednesday, July 25, 2012

სიახლე მგზავრთა უფლებების დაცვის სფეროში

       სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 17 ივლისის ბრძანება N122 „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ’’ 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

     ნორმატიული აქტი წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის, მგზავრთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და პასუხობს შესაბამისი ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს.



აღნიშნული წესი განსაზღვრავს ავიგადამზიდველის ვალდებულებებს მგზავრებთან მიმართებაში, კერძოდ: კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესებსა და პირობებს საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძივი დაგვიანების შემთხვევაში.

წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მეშვეობით და ასევე მგზავრებზე რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით. ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების კონტროლს ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 17 ივლისის ბრძანება N122 „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ’’








: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6149




Friday, July 13, 2012

რუსული МиГ-29К-ების ჩაბხუტებზე Thales TopSight დამიზნების სისტემები დაყენდება

      ინგლისში მიმდინარე ავიასალონ „ფარნბორო-2012“ -ზე 11 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა რუსულ თვითმფრინავმშენებელ კორპორაცია „МИГ“-სა და ჯგუფ Thales-ს შორის. Thales-მა უნდა მიაწოდოს 24 ჩაფხუტზე დასამონტაჟებელი მიზნის მაჩვენებელი და ინდიკაციის სისტემა (Thales TopSight) , რომელიც დაყენდება  საგემბანო გამანადგურებელ МиГ-29К და МиГ-29КУБ-ების ჩაფხუტებზე.
   
      „  ეს სისტემა დაყენდება რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტის МиГ-29К/КУБ-ებზე,. ეს სისტემა უკვე წარმატებულად დაყენდა ამ ტიპის  ინდურ თვითმფრინავებზე და ასევე  МиГ-29UPG-ზე “_ განაცხადა რუსული დელეგაციის წევრმა ფარნბოროში.
       ამ კონტრაქტის ფარგლებში 2012 წლიდან 2015 წლამდე 20 МиГ-29К და 4 МиГ-29КУБ აღიჭურვბება თალესის სისტემით.

      სავარაუდოდ რუსეთი გახდა მესამე ქვეყანა ,რომელმაც დაიწყო თალესის სისტემების თავის თვითმფრინავებზე  დაყენება, პირველი ეს იყო საფრანგეთის საჰაერო ძალები(სადაც ეს სისტემები დაყენდა Dassault Mirage 2000-5F) და მეორე ინდოეთი.



     

Saturday, July 7, 2012

Airbus A400M ვერ შეასრულებს საჩვენებელ ფრენებს Farnborough 2012-ზე

    დიდ ბრიტანეთში გასამართ ავიაშოუ  Farnborough 2012-ზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი A400M ვერ შეასრულებს ფრენებს, რამდან როგორც Airbus-ის წარმომადგენლები აცხადებენ ივლისის დასაწყისში მას ძრავებზე პორბლემა შეექმნა.

    A400M-მა გასულ წელს პარიზში გამართულ ავიაშოუზეც,   ვერ მიიღო საჩვენებენ ფრენებში მონაწილეობა.
  კომპანია აცხადებს, რომ ტესტები აქტიურად მიდინარეობს და იმედობნებენ უახლოეს მომავალში ყველა ნაკლი A400M-ზე აღმოფხვრილი იქნება.

    Farnborough 2012 -ზე წამოდგენილი იქნება აღნიშნული საფრენი აპარატის პირველი მოდიფიკაცია MSN6.



 
P.S. პირველი ფრენა 2009 წლის 11 დეკემბერს ქონდა, ხოლო მისი ექსპლუატაციაში ჩაშვება 2013-წელს იგეგმება.
პროგრამის ღირებულება 20-25 მილიარდ ევრომდეა
A400M-მა შეასრულა 1180-მდე ფრენა და საერთო ჯამში იფრინა 3535 საათი.




    

Tuesday, July 3, 2012

თვითმფრინავი „გალჩუნი“

      სულ ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა პილოტმა 9 წლიანი მუშაობის შემდეგ დაასრულა თავის დაპროექტებული თვითმფრინავის აწყობა და გამოსცადა კიდეც. თვითმრინავს სახელად გალჩუნი დაარქვა (Галчун).
   აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძრავის გარდა თითქმის ყველაფერი მისი აწყობილია და ძირითადად მარტო მუშაობდა.


გალჩუნის აფრენა ნატახტარის აეროდრომიდან

აწყობის პროცესი