Wednesday, July 25, 2012

სიახლე მგზავრთა უფლებების დაცვის სფეროში

       სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 17 ივლისის ბრძანება N122 „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ’’ 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

     ნორმატიული აქტი წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის, მგზავრთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და პასუხობს შესაბამისი ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს.



აღნიშნული წესი განსაზღვრავს ავიგადამზიდველის ვალდებულებებს მგზავრებთან მიმართებაში, კერძოდ: კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესებსა და პირობებს საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძივი დაგვიანების შემთხვევაში.

წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მეშვეობით და ასევე მგზავრებზე რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით. ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების კონტროლს ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 17 ივლისის ბრძანება N122 „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ’’








: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6149




No comments:

Post a Comment