Friday, July 13, 2012

რუსული МиГ-29К-ების ჩაბხუტებზე Thales TopSight დამიზნების სისტემები დაყენდება

      ინგლისში მიმდინარე ავიასალონ „ფარნბორო-2012“ -ზე 11 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა რუსულ თვითმფრინავმშენებელ კორპორაცია „МИГ“-სა და ჯგუფ Thales-ს შორის. Thales-მა უნდა მიაწოდოს 24 ჩაფხუტზე დასამონტაჟებელი მიზნის მაჩვენებელი და ინდიკაციის სისტემა (Thales TopSight) , რომელიც დაყენდება  საგემბანო გამანადგურებელ МиГ-29К და МиГ-29КУБ-ების ჩაფხუტებზე.
   
      „  ეს სისტემა დაყენდება რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტის МиГ-29К/КУБ-ებზე,. ეს სისტემა უკვე წარმატებულად დაყენდა ამ ტიპის  ინდურ თვითმფრინავებზე და ასევე  МиГ-29UPG-ზე “_ განაცხადა რუსული დელეგაციის წევრმა ფარნბოროში.
       ამ კონტრაქტის ფარგლებში 2012 წლიდან 2015 წლამდე 20 МиГ-29К და 4 МиГ-29КУБ აღიჭურვბება თალესის სისტემით.

      სავარაუდოდ რუსეთი გახდა მესამე ქვეყანა ,რომელმაც დაიწყო თალესის სისტემების თავის თვითმფრინავებზე  დაყენება, პირველი ეს იყო საფრანგეთის საჰაერო ძალები(სადაც ეს სისტემები დაყენდა Dassault Mirage 2000-5F) და მეორე ინდოეთი.



     

No comments:

Post a Comment