Saturday, June 30, 2012

ინდოეთი ასრულებს მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის შეიარაღების გამოცდას

 


     ინდოეთი წლის ბოლომდე დაასრულებს Tejas-ს  მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის  (Light Combat Aircraft-LCA) . ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ ადგილიანი, ერთ ძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი  Tejas გამოცდებს გადის შტატ რაჯასტანის  უდაბნოში.
      „მიმდინარეობს ბომბების და რაკეტების გაშვება, რომელიც  „თავდაპირველი საექპლუატაციო შემოწმების“ უკვე მეორე ფაზაა.,, ბოლო საექსპლოატაციო შემოწმებები" რამოდენიმე დღის წინ დაიწყო პორხანის პოლიგონზე, სწორედ აქ ცდის ინდოეთი  ბირთულ იარაღს."
  ტესტირება ტარდებოდა სამ თვითმფრინავზე, მათ გამოიყენეს როგორც უმართავი რაკეტები, ბომბები(500კგ-მდე მასით) ასევე laser-guided 1000-lb. ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით რაკეტებსაც და ბომბებსაც საკმაოდ კარგი სიზუსის მაჩვენებელი ჰქონდათ.
     Tejas-ის შეიარაღებაში მიღება 2013 წელს იგეგმება. საზღვაო ვარიანტზე სავარაუდოდ მალე დაიწყება საექსპლუატაციო შემოწმებები. ასევე Tejas-ზე დაყენდება მიღმა  ვიზუალურ  დიაპაზონში მოქმედი რაკეტები. ესენი შეიძლება იყოს Rafael Derby ან Р-77 «Вымпел».
Rafael Derby
Р-77 «Вымпел».

პროგრამის საერთო ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს 2013  წლისთვის.
laser-guided 1000-lb

ახალი სატვირთო ავიაკომპანია Boeing 747-281F-ებით გადაზიდვებს ივლისიდან გეგმავს

   ავიაკომპანიამ, რომელიც სატვირთო ავიაბაზარზე ოპერირებას საქართველოს დროშის ქვეშ იწყებს, წარმატებით გაიარა საქართველოში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობითა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების რეგულაციის შესაბამისად საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურა.
  არარეგულარული სატვირთო ფრენები თავდაპირველად დუბაიდან ავღანეთის მიმართულებით იგეგმება ISAF-ს მისიის ფარგლებში.
  „სატვირთო ავიაკომპანია’’ (The Cargo Airlines) ექსპლუატაციას ორ Boeing 747-281F ტიპის საჰაერო ხომალდს უწევს, თუმცა ავიაკომპანია წლის ბოლომდე ავიაპარკის გაზრდას გეგმავს.
   ამ ტიპის ავიალაინერები სიახლეს წარმოადგენს ქართული ავიაციისთვის. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 747-281F-ების დარეგისტრირების პირველი შემთხვევაა.
   თავისი მახასიათებლებით გამორჩეული თვითმფრინავია სატვირთო ავაიგადაზიდვების სფეროში. მას შეუძლია 7000-12500 კმ-ზე 110 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება.
   საჰაერო ხომალდები დაკომპლექტებულია ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით, რომლებსაც გავლილი აქვთ აღნიშნულ საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადების სრული კურსი და წლების მანძილზე ახორციელებდნენ უცხოურ კომპანიებში შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას.



p.s.  Boeing 747-281F ეს მოდელი დღეისათვის საკმაოდ მოძველებულად ითვლება მისი პირველი გაფრენა  1985 წლის 20 თებერვალს მოხდა. ალბათ ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანია ახალია და ლიზინგით უკეთესის აყვანის სახსრები არ გააჩნიათ. ვიმედოვნებ შემდეგი თვითმფრინავები უფრო ახალი მოდელები იქნება.

Saturday, June 23, 2012

მესამე Т-50 ПАК-ФА-ს პირველი გაფრენა

      2012 წლის 21 ივნისს  საფრენოსნო-კვლევითი ინსტიტუტის მ.მ. გრომოვის სახელობის  აეროდრომზე ქ. ჟუკოვოში განხორციელდა მესამე  Т-50 ПАК-ФА-ს (საბორტო ნომრით 053) პირველი საცდელი გაფრენა. მას შემდეგ რაც გადასინჯეს  და შეასწორეს  ყველა სისტემა. პირველი ფრენა კი იყო კამსამოლსკე-ნა-ამურზე 2011 წლის 22 ნოემბერს. 28 დეკემბერს   გადაიგზავნა ჟუკოვოში სისტემების გადასასინჯ/შესასწორებლად.
   14 ივნისს გაიარა მიწისზედა მომზადება და 21-ში განახორციელაწარმატებული საცდელი ფრენა.

Т-50 ПАК-ФА

Thursday, June 21, 2012

Hot Peppers Aerobatic Freestyle Challenge 2012

16 ივნისს პრაღაში ჩატარდა  Hot Peppers Aerobatic Freestyle Challenge 2012

  გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს და პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გამარჯვებული მონაწილეების ფრენის ვიდეოებს.

პირველ ადგილზე გასული მარტინ შონკა, ქვეყანა_ჩეხეთი
თვითმფრინავი EXTRA -300SR
მეორე ადგილზე გავიდა  ფრანცუა ლე ვოტი. ქვეყანა_ საფრანგეთი
თვითმფრინავი_EXTRA 330C
მესამე ადგილი_ სვეტლანა კაპანინა. ქვეყანა_რუსეთი
თვითმფრინავი_ Су-31M




Wednesday, June 20, 2012

F-15C და Su-30MKM ერთობლივი წვრთნები

     ამავ წლის აპრილში გაიმართა ერთობლივი წვრთნები მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალებსა (RMAF) და ამერიკის საჰაერო ძალებს შორის (USAF).


    ამერიკის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობდა 67-ე ესკადრილიის მე-18 ავიაფრთის  Boeing F-15C-ები. ხოლო მალაიზიის მხრიდან რუსული წარმოების Сухой Су-30MKM და Микоян МиГ-29. აღსანიშნავია, რომ პირველად მოხდა  F-15C-ების და   Су-30MKM-ების ერთობლივი წვრთნა.

     ,,ჩვენ ვასრულებდით ფრენებს  Су-30-ებთან 1 VS 1. როგორც ახლო მანძილზე  ხედვის არეში მყოფ მოწინააღმდეგესთან ასევე ვიზუალური კონტაქტის გარეთ (BVR- beyond-visual-range)“ აცხადებს მე-18 ავიაფრთის მეთაური  ბრიგადის გენერალი მეტ მოლოი.

     “როგორც მოსალოდნელი იყო მათ აჩვენეს კარგი მანევრულობა  BFM-ში (ძირითადი საბრძოლო მანევრები) უეცარი თავდასხმისას და გამოიჩინეს ძლიერი სიტუაციური სიფხიზლე BVR (მიღმა ვიზუალური დიაპაზონი) მისიებისას“ _ამატებს გენერალი მოლოი.


     ეს სწავლება იყო მართლაც ხელსაყრელი შესაძლებლობა ბევრი ამერიკელი მფრინავისთვის გამოცდილება მიეღოთ იმიტაციურ ბრძოლებში  რუსული წამოების  МиГ-29-ებთან და  Су-30MKM-ებთან. რადგან დღევანდელ მსოფლიოში პოტენციური მოწინააღმდეგე მათთვის სწორედ საბჭოთა/რუსული წამოების თვითმფრინავებია.
     მითუმეტეს  მალაიზიელი მფრინავებიდან ბევრი იყო საკმაოდ გამოცდილი, რომლებსაც უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთხელ ქონდათ მსგავს სწავლებებში მიღებული მონაწილეობა, მათ შორის USAF-თანაც ( МиГ-29-ებით).


     ამერიკელ გენერალ მოლოის იმედი აქვს რომ ეს მეგობრულ და პარტნიორული ურთიერთობა კიდევ გაგრძელდება  შემდგომში და კიდევ გაიმართება წვრთნები  Су-30MKM-ებთან.



                          67-ე ესკადრილიის მე-18 ავიაფრთის  F-15C/D-ების სწავლება


მალაიზიური Су-30MKM


ამერიკის საჰაერო ძალების USAF  F-15C



Tuesday, June 19, 2012

პირველი ჩამოგდებული სტელს თვითმფრინავი


       სტელს თვითმფრინავებს დიდი ხნის მანძილზე უძლეველად თვლიდნენ, მაგრამ 1999 წლის 27 მარტს სერბეთში მომხდარმა ამბავმა მათი დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრია.  F-117  რომელსაც კაპიტანი დალე ზელკო მართავდა  სერბების 250 სარაკეთო დივიზიონის მოქმედების არეში აღმოჩდა, მან გახსნა შეიარაღების ნაკვეთურები განსაზღრულზე მეტი ხნით, რამდგან დალე ზელკოს მისი თვითმფრინავის  უჩინარობის სჯეროდა. F-117 -ს ამრეკლავი ზედაპირი 0.25 კვ.მეტრი აქვს, როდესაც თითქმის იგივე ზომების  F-4-ს 6 კვ.მ აქვს. ამ დროს კაბინაში გაისმა სიგნალი და აინთო წითელი სინათლე, რაც აუწყებდა პილოტს, რომ ის რადარმა დააფიქსირა(აღმაოჩინა საბჭოურმა რადარმა P-12 -მა). ამა მოყვა პილოტის ჰატალური შეცდომა, მან მანავერი სცადა(და ძრავების სიმძლავრეს მოუმატა) ამან გამოიწვია ინფრაწითელი კვალის გაზრდა. სერბებმაც არ დააყოვნეს და ცეცხლი გახსნეს, ესროლეს  2 ერთეული საბჭოთა წარმოების C-125 . თვითმფრინავი განადგურდა, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ამერიკელმა რეინჯერებმა  სამშვიდობოს დროულად გაიყვანეს( აღსანიშნავის ის რომ რეინჯერებმა სერბების საბრძოლო ჯგუფ „კობრას“ 6 წუთით დაასწრეს პილოტთან მისვლა).

      F-117-ის ჩამოგდებამ გამოიწვია ის რომ, რამოდენიმე თვის შემდეგ ბრიტანელებმა უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი  F-117 ტიპის თვითმფრინავების ყიდვაზე გააუქმეს. ხოლო სერბებისთვის დღესაც საამაყოა ერთადერთი საბრძოლო ვითარებაში განადგურებული სტელს თვითმფრინავის მათ ანგარიშზე ქონა

 მარჯვნივ 250 სარაკეტო დივიზიონის მეთაური დანი ზოლტანი


ბელგრადის საავიაციო მუზეუმში ჩამოგდებული ფ-117-ის კატაპუნტირების სავარძელი და კაბინის ფარანი

12 წლის შემდეგ კი დანი ზოლტანი და დალე ზელკო კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ უკვე სხვა ვითარებაში