Tuesday, June 19, 2012

პირველი ჩამოგდებული სტელს თვითმფრინავი


       სტელს თვითმფრინავებს დიდი ხნის მანძილზე უძლეველად თვლიდნენ, მაგრამ 1999 წლის 27 მარტს სერბეთში მომხდარმა ამბავმა მათი დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრია.  F-117  რომელსაც კაპიტანი დალე ზელკო მართავდა  სერბების 250 სარაკეთო დივიზიონის მოქმედების არეში აღმოჩდა, მან გახსნა შეიარაღების ნაკვეთურები განსაზღრულზე მეტი ხნით, რამდგან დალე ზელკოს მისი თვითმფრინავის  უჩინარობის სჯეროდა. F-117 -ს ამრეკლავი ზედაპირი 0.25 კვ.მეტრი აქვს, როდესაც თითქმის იგივე ზომების  F-4-ს 6 კვ.მ აქვს. ამ დროს კაბინაში გაისმა სიგნალი და აინთო წითელი სინათლე, რაც აუწყებდა პილოტს, რომ ის რადარმა დააფიქსირა(აღმაოჩინა საბჭოურმა რადარმა P-12 -მა). ამა მოყვა პილოტის ჰატალური შეცდომა, მან მანავერი სცადა(და ძრავების სიმძლავრეს მოუმატა) ამან გამოიწვია ინფრაწითელი კვალის გაზრდა. სერბებმაც არ დააყოვნეს და ცეცხლი გახსნეს, ესროლეს  2 ერთეული საბჭოთა წარმოების C-125 . თვითმფრინავი განადგურდა, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ამერიკელმა რეინჯერებმა  სამშვიდობოს დროულად გაიყვანეს( აღსანიშნავის ის რომ რეინჯერებმა სერბების საბრძოლო ჯგუფ „კობრას“ 6 წუთით დაასწრეს პილოტთან მისვლა).

      F-117-ის ჩამოგდებამ გამოიწვია ის რომ, რამოდენიმე თვის შემდეგ ბრიტანელებმა უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი  F-117 ტიპის თვითმფრინავების ყიდვაზე გააუქმეს. ხოლო სერბებისთვის დღესაც საამაყოა ერთადერთი საბრძოლო ვითარებაში განადგურებული სტელს თვითმფრინავის მათ ანგარიშზე ქონა

 მარჯვნივ 250 სარაკეტო დივიზიონის მეთაური დანი ზოლტანი


ბელგრადის საავიაციო მუზეუმში ჩამოგდებული ფ-117-ის კატაპუნტირების სავარძელი და კაბინის ფარანი

12 წლის შემდეგ კი დანი ზოლტანი და დალე ზელკო კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ უკვე სხვა ვითარებაში






No comments:

Post a Comment