Wednesday, June 20, 2012

F-15C და Su-30MKM ერთობლივი წვრთნები

     ამავ წლის აპრილში გაიმართა ერთობლივი წვრთნები მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალებსა (RMAF) და ამერიკის საჰაერო ძალებს შორის (USAF).


    ამერიკის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობდა 67-ე ესკადრილიის მე-18 ავიაფრთის  Boeing F-15C-ები. ხოლო მალაიზიის მხრიდან რუსული წარმოების Сухой Су-30MKM და Микоян МиГ-29. აღსანიშნავია, რომ პირველად მოხდა  F-15C-ების და   Су-30MKM-ების ერთობლივი წვრთნა.

     ,,ჩვენ ვასრულებდით ფრენებს  Су-30-ებთან 1 VS 1. როგორც ახლო მანძილზე  ხედვის არეში მყოფ მოწინააღმდეგესთან ასევე ვიზუალური კონტაქტის გარეთ (BVR- beyond-visual-range)“ აცხადებს მე-18 ავიაფრთის მეთაური  ბრიგადის გენერალი მეტ მოლოი.

     “როგორც მოსალოდნელი იყო მათ აჩვენეს კარგი მანევრულობა  BFM-ში (ძირითადი საბრძოლო მანევრები) უეცარი თავდასხმისას და გამოიჩინეს ძლიერი სიტუაციური სიფხიზლე BVR (მიღმა ვიზუალური დიაპაზონი) მისიებისას“ _ამატებს გენერალი მოლოი.


     ეს სწავლება იყო მართლაც ხელსაყრელი შესაძლებლობა ბევრი ამერიკელი მფრინავისთვის გამოცდილება მიეღოთ იმიტაციურ ბრძოლებში  რუსული წამოების  МиГ-29-ებთან და  Су-30MKM-ებთან. რადგან დღევანდელ მსოფლიოში პოტენციური მოწინააღმდეგე მათთვის სწორედ საბჭოთა/რუსული წამოების თვითმფრინავებია.
     მითუმეტეს  მალაიზიელი მფრინავებიდან ბევრი იყო საკმაოდ გამოცდილი, რომლებსაც უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთხელ ქონდათ მსგავს სწავლებებში მიღებული მონაწილეობა, მათ შორის USAF-თანაც ( МиГ-29-ებით).


     ამერიკელ გენერალ მოლოის იმედი აქვს რომ ეს მეგობრულ და პარტნიორული ურთიერთობა კიდევ გაგრძელდება  შემდგომში და კიდევ გაიმართება წვრთნები  Су-30MKM-ებთან.



                          67-ე ესკადრილიის მე-18 ავიაფრთის  F-15C/D-ების სწავლება


მალაიზიური Су-30MKM


ამერიკის საჰაერო ძალების USAF  F-15C



No comments:

Post a Comment