Saturday, June 30, 2012

ახალი სატვირთო ავიაკომპანია Boeing 747-281F-ებით გადაზიდვებს ივლისიდან გეგმავს

   ავიაკომპანიამ, რომელიც სატვირთო ავიაბაზარზე ოპერირებას საქართველოს დროშის ქვეშ იწყებს, წარმატებით გაიარა საქართველოში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობითა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების რეგულაციის შესაბამისად საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურა.
  არარეგულარული სატვირთო ფრენები თავდაპირველად დუბაიდან ავღანეთის მიმართულებით იგეგმება ISAF-ს მისიის ფარგლებში.
  „სატვირთო ავიაკომპანია’’ (The Cargo Airlines) ექსპლუატაციას ორ Boeing 747-281F ტიპის საჰაერო ხომალდს უწევს, თუმცა ავიაკომპანია წლის ბოლომდე ავიაპარკის გაზრდას გეგმავს.
   ამ ტიპის ავიალაინერები სიახლეს წარმოადგენს ქართული ავიაციისთვის. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 747-281F-ების დარეგისტრირების პირველი შემთხვევაა.
   თავისი მახასიათებლებით გამორჩეული თვითმფრინავია სატვირთო ავაიგადაზიდვების სფეროში. მას შეუძლია 7000-12500 კმ-ზე 110 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება.
   საჰაერო ხომალდები დაკომპლექტებულია ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით, რომლებსაც გავლილი აქვთ აღნიშნულ საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადების სრული კურსი და წლების მანძილზე ახორციელებდნენ უცხოურ კომპანიებში შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას.



p.s.  Boeing 747-281F ეს მოდელი დღეისათვის საკმაოდ მოძველებულად ითვლება მისი პირველი გაფრენა  1985 წლის 20 თებერვალს მოხდა. ალბათ ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანია ახალია და ლიზინგით უკეთესის აყვანის სახსრები არ გააჩნიათ. ვიმედოვნებ შემდეგი თვითმფრინავები უფრო ახალი მოდელები იქნება.

No comments:

Post a Comment