Wednesday, July 31, 2013

ინდოელი სამხედროები პლანეტებს დასდევენ

ამასწინათ, ინდოეთში მოხდა კურიოზული შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ სკოლებში ასტრონომიის სწავლება საჭიროა მსოფლიო მასშტაბით. ინდოეთის სამხედროები ნახევარი წლის განმავლობაში ნადირობდნენ ამოუცნობ მანათობელ ობიექტებზე, რომლებიც ჩინური უპილოტო თვითმფრინავები ეგონათ და, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სადავო ტერიტორიების თავზე ჩნდებოდნენ, მაგრამ, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ თურმე, ინდოელი სამხედროები მთელი ამ დროის განმავლობაში ვენარასა და იუპიტერის დაჭერას ცდილობდნენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ინდოეთის სამხედროებმა ღამის ცაზე, რანგონგ-ტსო-ს ტბის თავზე შენიშნეს ამოუცნობი მანათობელი ობიექტები, არადა ეს ტერიტორია ინდოეთ-ჩინეთის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს. ინდოეთში იმწამსვე გამოცხადდა სადამკვირვებლო ძალების მობილიზაცია, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ობიექტები ჩინეთის უპილოტო მფრინავი აპარატებია, რომლებიც სადავო ტერიტორიის თავზე ფრენდნენ. თანაც, არა საათობით, არამედ მთელი ნახევარი წლის განმავლობაში.

სამხედროებმა რაღაც უცნაურობა იგრძნეს, და ადგილობრივ ასტროფიზიკოსებს მიმართეს, რომლებმაც ამხილეს მათი სამარცხვინო უმეცრება. საქმე იმაშია, რომ სამხედროებს ღამის ცაზე მფრინავ აპარატებად მიუღიათ პლანეტების - ვენერასა და იუპიტერის მოძრაობა, რომლებიც, ტრადიციულად გამოირჩევიან დიდი სიკაშკაშით.
წყარო: http://www.apocalypse.ge/sxv_indoeli_samxedroebi_planetebs_dasdeven.html

No comments:

Post a Comment