|
Τ-129Α |
თურქეთის
საჰაერო წარმოების (TAI) განცხადების თანახმად დამრტყმელი ვერტმფრენი T-129A-ს
გამოცდების პროგრამის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ გამოცდებში მონაწილეობას
ღებულობდა ხუთი პროტოტიპი.
იმავე
წყაროს თანახმად დაიწყო შეკვეთილი TUC-1 პარტიის 30 ერთეული T-129A-ს წარმოებს. ამ
ვერტმფრენების თურქეთის არმიისათვის გადაცემა დაგეგმილია 2013 წლის ბოლოსათვის.
შეგახსენებთ
რომ TUC-1 (Turkish Configuration) პარტიაში ინტეგრირებულია თურქული მხარის მიერ
შექმნილი საბორტე ელექტრონიკა, კოშკურა Aselsan AselFLIR-300 და ჩაფხუტზე
განლაგებული სამიზნე Thales. მომდევნო 20 ვერტმფრენიან პარტიაში - TUC-2-ში ეს
სამიზნე შეიცვლება თურქული Aselsan AVCI-თ.
მეორე,
არა ნაკლებ საინტერესო თემა არის შეიარაღების შექმნის საკითხი. პარტია TUC-1-ს
გეგმის მიხედვით თავდაპირველად უნდა ჰქონოდა უცხოური სარაკეტო შეიარაღება - ამ
მხირვ განიხილებოდა ორი ვარიანტი - ებრაული Spike და ამერიკული Hellfire.
მაგრამ
ჯერ პროგრამის მსვლელობაში არსებული შეყოვნებების გამო და შემდეგ თურქულ-ებრაული
ურთიერთობების გაფუჭების გამო (როგორც ირკვევა Spike თურქული მხარისა ფავორიტი იყო)
თურქული მახრე უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს საკუთარი ანალოგიური რაკეტის შექმნის
დასრულებაზე და ამიტომ TUC-1 პარტიაში სავარაუდოდ უკვე თურქული შეიარაღება იქნება
ინტეგრირებული. კერძოდ საუბარია მართვად რაკეტა Roketsan Cirit-ის შესახებ,
რომელიც უკვე მზადაა და ჭურვ Roketsan UMTAS-ზე, რომელიც სულ მალე იქნება მზად. ეს
ბოლო სავარაუდოდ T-129A-ზე ინტეგრირებული იქნება TUC-1 პარტიაში, მხოლოდ მცირედი
დაგვიანებით.
|
Roketsan UMTAS (ზედა მხარეს) Roketsan Cirit-(ქვედა მხარეს)
|